ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

რა არის ენერგო აუდიტი

ენერგო აუდიტი შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს როდესაც ბანკი ითვალისწინებს დიდი კრედიტის გაცემას. პროგრამის ფარგლებში ცალკე აუდიტის ჩატარება არ ხდება.

როდესაც კომპანიას სურს გადასინჯოს მისი მთელი ტექნოლოგიური პროცესი და არა მხოლოდ მისი რომელიმე კომპონენტის გამოცვლა, შესაძლოა უპრიანი იყოს ენერგო აუდიტის ჩატარება რათა დადგინდეს კონკრეტულად რა პრობლემა არსებობს და განისაზღვროს მისი მოგვარების საუკეთესო მექანიზმი. მაგალითად, კლიენტმა შეიძლება იფიქროს, რომ საწარმოს არსებული ბოილერი მოძველებულია და არ არის ენერგო ეფექტური. თუმცა, აუდიტის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს, რომ რამოდენიმე პრობლემა არსებობს – ბოილერი მოშორებულია ატვირთვის მექანიზმიდან და საჭიროა მისი ახლოს გადატანა მილებში დანაკარგების აღმოფხვრისთვის, ან რომ კონდენსატი შესაძლოა ხელახლა იქნეს გამოყენებული წყლისა და დამუშავების პროცესის დაზოგვის პრინციპით, ან კონდენსატისთვის საჭირო სითბო შეიძლება გამოყენებული იქნეს წყლის სხვა მარაგების გასაცხელებლად და ბოილერის მუშაობის დასაზოგად, სხვ.

ყველა ამ საკითხს არ სჭირდება დიდი ინვესტიცია. ზოგიერთის გამოსასწორებლად შესაძლოა საკმარისი იყოს უკეთესი “სამეურნეო მოწყობა” ან მუშაობის პრაქტიკის შეცვლა. მაგრამ მთლიანობაში კლიენტმა შეიძლება უკეთეს შედეგებს მიაღწიოს და სესხის დაბრუნებას უფრო ნაკლები დრო მოანდომოს ვიდრე აპარატურის ერთი ნაწილის გამოცვლას.

ენერგო აუდიტი მოითხოვს კლიენტისგან უფრო დეტალურ ინფორმციას ხოლო კონსულტანტისგან – მეტ მუშაობას. თუმცა უფასოა, შეთავაზებული აუდიტის რაოდენობა მაინც შეზღუდულია.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: