ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

საქართველოს წიაღისეულის რესურსი


წიაღისეულის რესურსი

საქართველოს მინერალური რესურსების ზოგადი დახასიათებისათვის აუცილებელია მათი კლასიფიკაციური სქემის არსებობა. დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია მინერალური რესურსების დაყოფა მის მადნიან და არამადნიან სახე-სხვაობებად. ამასთან, ამ ორ ძირითად კლასში ჩვეულებრივ გამოყოფენ რამდენიმე სამრეწველო-ეკონომიკურ ტიპებს:

• სათბობ-ენერგეტიკული რესურსები (ქვა და მურა ნახშირი, საწვავი ფიქლები, ნავთობი, თერმული წყლები, ტორფი);
• მეტალები და იშვიათ ელემენტთა რესურსები (რკინა, ტიტანი, მანგანუმი, ალუმინიუმი, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, მოლიბდენი, ვოლფრამი, კალა, ვერვხლისწყალი, დარიშხანი, ანთიმონიუმი);
• ქიმიური, აგროქიმიური და სხვა რესურსები (ბარიტი, კალციტი, ბენტონიტები, ტალკი, გოგირდი, ცეოლითები, დიატომიტი, პერლიტები, მჟავაგამძლე ანდეზიტები, მირაბილიტი, ლითოგრაფიული ქვა, მინერალური საღებავები (პიგმენტები), ფოსფორიტები, Hქალცედონი, სპონგოლიტი და სხვ);
• სანაკეთო ქვები და კერამიკული რესურსები (ტრაქიტები და პეგმატიტები, ფაიფურის ქვა, კაოლინური თიხა, მთის ბროლი, აქატი, ოპალი და ონიქსი, გიშერი, ობსიდიანი);
• მოსაპირკეთებელი და საშენი მასალების რესურსები (გაბროები, გრანიტები, სიენიტები, სხვადასხვა დიორიტები, გაბრო-დიაბაზები, ტეშენიტები, ანდეზიტი, დაციტი, ბაზალტები, ტუფები, მარმარილოები, მარმარილოსებრი კირქვები, საშენი კირქვა და სხვ.);
• მეტალურგიული, ინერტული და საამშენებლო მასალების რესურსები (საფლუსე კირქვები, ქვიშა-ხრეში, კაჭარი, ვულკანური წიდა, საყალიბე სილა, სამინე ქვიშა, საკირე კირქვა, მეტალურგიისათვის დოლომიტები, საცემენტე კირქვები და საშენი ქვები, ანჰიდრიდი, თაბაშირი, გაჯი, საკირე კირქვები, ცარცი, ცეცხლგამძლე თიხები, სააგურე და საკრამიტე თიხები, სახურავი ფიქლები და სხვა.);
• მიწისქვეშა მინერალური წყლები; (მტკნარი, მინერალური და თერმული წყლები).


საქართველოს მინერალური რესურსული ფონდი

საქართველოს მინერალური რესურსული ფონდი მოიცავს 950 საბადოსა და გამოვლინებას. რესურსული ფონდის 62.8% წარმოადგენს მსხვილ (ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის)

საბადოს, 30.9% _ ადგილობრივი მნიშვნელობის საბადოს, 6.,2% _ გამოვლინებას.

მანგანუმი – საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მანგანუმის მარაგები არსებობს, მათ შორის ჭიათურის საბადოს სიდიდისა და მადნის თვისებების მიხედვით, მეორე რეიტინგი აქვს მსოფლიოში.

ბარიტი – საქართველოში 33 ბარიტის საბადოა. მათი მთლიანი მარაგები 8 მლნ ტონას აღემატება.

კალციტი – საქართველოში კალციტის 4 საბადოა და ოთხივე იმერეთშია განლაგებული;

ბენტონიტი – ბენტონიტი უნიკალური ნედლეულია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს. საქართველოში ბენტონიტის მარაგები 130 მლნ ტონას აღემატება.

ცეოლითი – ნედლეული თავმოყრილია ერთმანეთთან ახლოს მცხეთის რაიონში. ცეოლითი წარმოდგენილია ყველაზე უფრო კარგი ტექნოლოგიური თვისებების მქონე მინერალით _ კლინოპტილოლიტით, რომლის შემცველობა სამთო მასაში სტაბილურად 60% შეადგენს, რის გამოც ნედლეული გამდიდრებას არ საჭიროებს.

დიატომიტე – საქართველოში არსებობს ერთადერთი, მაგრამ დიდი მარაგებისა (7 623.6 მ3) და უნიკალური თვისებების მქონე ქისათიბის დიატომიტის საბადო, რომელიც განლაგებულია სამცხე-ჯავახეთის ახალციხის რაიონში. დღეისათვის დიატომიტის საბადოში სამუშაოებს ამერიკული კომპანია Agate-Diatomite LLC-I აწარმოებს.

პერლიტი – საქართველოში მხოლოდ ერთი ფარავანის _ პერლიტის საბადოა ცნობილი, მაგრამ მისი მარაგები ძალიან მნიშვნელოვანია (60 291 ათ. მ3). საბადო განლაგებულია თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ში, წალკისა და ნინოწმინდის რაიონების საზღვარზე.

მჟავაგამძლე ანდეზიტი – მჟავაგამძლე ნედლეული საქართველოში, ძირითადად, წარმოდგენილია მეოთხეული ასაკის ლავური ნაკადებით, რომლებიც გავრცელებულია მცხეთა_მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 4 სამრეწველო მნიშვნელობის საბადოს მთლიანი მარაგები 22 მლნ ტონას აღემატება.

მირაბილიტი
(გლაუბერის მარილი) – საქართველოში გლაუბერის მარილის სამი საბადოა ცნობილი, მათ შორის თბილისში, გლდანის საბადოს მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, ხოლო საგარეჯოს რაიონში ორი მლაშე ტბის მირაბილიტის მთლიანი მარაგები 1 მლნ ტონას აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ Na2SO4 შემცველობით ეს საბადოები მსოფლიო ხარისხის ნედლეულს შეიცავს.

ფოსფორიტი – ფოსფატური სასუქი სოფლის მეურნეობაში. საქართველოში ორი ფოსფორიტის საბადოა, რომლებიც იმერეთსა და ლეჩხუმშია გავრცელებული. მთლიანი მარაგები 0.5 მლნ ტონას აღემატება.

ლითოგრაფული ქვა
– მიუხედავად თავის სახელწოდებისა, თანამედროვე სამყაროში ლითოგრაფული ქვა გამოიყენება ხელოვნური ალმასების წარმოე-ბაში კონტეინერების დასამზადებლად. საქართველოში ამ ნედლეულის მარაგები საკმარისია და ამ თვალსაზრისით კარგად შესწავლილია ალგეთის საბადოს ტექნოლოგიური თვისებები.

მინერალური პიგმენტი – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მინერალური პიგმენტის მარაგები საკმარისია საღებავის დასამზადებლად, ხოლო მათი თვისებები აკმაყოფილებს მოთხოვნილებას ქუთაისის ლიტოფონური ქარხანა მხოლოდ ბარიტის ბაზაზე წარმოებულ თეთრ საღებავს უშვებდა. დღეს წარმოება შეჩერებულია.

ქალცედონი და სპონგოლიტი
– საქართველოში ქალცედონისა და სპონგოლიტის მხოლოდ აჯამეთის საბადო არსებობს, რომელიც ქუთაისის მიმდებარედ მდებარეობს.

კერამიკული რესურსები – საქართველოში არსებობს კერამიკული რესურსების საკმარისი მარაგები ფაიფურისა და ქაშანურის მრეწველობის განვითარებისთვის, მაგრამ ისინი მრეწველობაში არ გამოიყენება.

ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვები – საქართველოში არსებობს 22 აქატის, 29 მთის ბროლის, 11 გიშრის, 5 ონიქსისა და 1 ობსიდიანის საბადო და გამოვლინება.

მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების რესურსები
– საქართველოში 231 საბადოა, რომელიც მიეკუთნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით

მეტალურგიული, ინერტული და სამშენებლო რესურსები
– საქართველოში ამ ეკონომიკური ტიპის 363 საბადოა, რომელიც მოიცავს მშენებლობისთვისა და საფლუსე ყველა საჭირო ნედლეულს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: