ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

საქართველოს წყლის რესურსი

მიწისქვეშა წყლები

მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული პოტენციალის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ მხრივ იგი საშუალოდ 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით.


მიწისქვეშა წყლის რესურსები

ქიმიური და აირული შედგენილობის მიხედვით, საქართველოს მიწისქვეშა წყლები მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ ფართოდ იყენებენ როგორც სასმელი და სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სითბური ენერგიის წყარო.
მიწისქვეშა წყლები მინერალიზაციისა და ტემპერატურის მიხედვით შემდეგ ჯგუფებად იყოფა:
მტკნარი სასმელი წყლები (მინერალიზაციით არა უმეტეს 1,0 გ/ლ);
მინერალური წყლები (1,0 გ/ლ-ზე მაღალი საერთო მინერალიზაციით);
თერმული წყლები _ სამკურნალო (20-350ჩ), თბოენერგეტიკული (40-1080C);


მიწისქვეშა მტკნარი წყლები

მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლები საერთო მინერალიზაციის მიხედვით იყოფა ულტრამტკნარ _ 0,2-0,3 გ/ლ (ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე) და 0,3_1,0 გ/ლ მინერალიზაციის მქონე წყლებად,

რომლებიც პრაქტიკულად საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. საქართველოს ტერიტორიაზე სულ მოძიებულია მტკნარი მიწისქვეშა წყლების 100-ზე მეტი საბადო, რომელთა ბუნებრივი რესურსები შეადგენს 18 მლრდ მ3/წელიწადში (573 მ3/წმ), რომელთაგან 95%-ს სასმელი წყლები შეადგენს. ისინი ქვეყნის ჰიდროგეოლოგიური ოლქების მიხედვით ძალზე არათანაბრადაა განაწილე-ბული.

სასმელი და სამკურნალო დანიშნულების მინერალური წყლები

საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სხვადასხვა სამკურნალო თვისებების თვისებების მქონე მინერალური წყლების გამოსავლების (წყაროები, ჭაბურღილები) საერთო რაოდენობა 2000-ს აჭარბებს, მათი ჯამური დებიტი 160 ათასი მ3-ია დღე-ღამეში. ქიმიური შედგენილობისა და საერთო მინერალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით წყლები დაყოფილია 1,0-5 გ/ლ-მდე, 5,0-10,0 გ/ლ-მდე და 10,0 გ/ლ-ზე მეტი მინერალიზაციის მქონე წყლებად.

ქვეყნის მინერალური წყლების პროგნოზული რესურსები დღე-ღამეში დაახლოებით 50 მლნ მ3-ია.
დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დეტალურად შესწავლილია მინერალური წყლის 45 საბადო. მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამ-ტკიცებული მარაგების რაოდენობა 76,2 ათას მ3/დღ.ღ შეადგენს.


თერმული წყლები

საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხულია 40_1080ჩ ტემპერატურის მქონე წყლის 200-ზე მეტი ბუნებრივი (8 წყარო) და ხელოვნური (200 ჭაბურღილი) ცალკეული და ჯგუფური გამოსავლები. მათი ჯამური დებიტი შეადგენს დაახლოებით 160 ათას მ3/დღ.ღ.
გეოთერმული შესწავლის დონის მიხედვით, წიაღში არსებული თერმული წყლების პროგნოზული რესურსი შეადგენს 350-400 მლნ. მ3/წელიწადში. მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამტკიცებული თერმული წყლის საექსპლუატაციო მარაგები (15 საბადო) 126 ათასი მ3/დღ.ღ. ტოლია, რაც საერთო პროგნოზული რესურსების მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით, ქვეყნის მიწისქვეშა წყლების საბადოებზე დამტკიცებული საექსპლუატაციო მარაგების სამრეწველო ათვისების ხვედრითი წილი იყო: მინერალურ წყლებისათვის 12%-ი, თერმოენერგეტიკული წყლებისათვის 4%, ხოლო მტკნარი მიწისქვეშა წყლებისათვის მხოლოდ 2%, მაშინ, როცა მიწისქვეშა სასმელი წყლის რესურსული პოტენციალის მიხედვით, საქართვე-ლო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: