ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

ბიოგაზი (მეთანი)

წარმოება
ბიოგაზი მარტივად იწარმოება არსებული ნარჩენების სახეობებისგან, როგორიცაა ქაღალდის, შაქრის წარმოება, ჩამდინარე წყლები, ნაკელი და ა.შ. ასეთი ნარჩენების სახეობები ერთად გროვდება და დუღდება ბუნებრი სახით, ხოლო შედეგად მეთანის აირს ვიღებთ. ბიოგაზის დანადგარის მიერ მთლიანი მეთანის გამოყოფის შემდეგ, ნარჩენები შესაძლებელია უფრო სასარგებლო იყოს ვიდრე საწყისი ბიომასა სასუქის სახით. ბიოგაზის ალტერნატიული წარმოება მოდერნიზებული დამუშავების სისტემით ხდება, როგორიცაა მექანიკური და ბიოლოგიური გამწმენდი სისტემები. ამ სისტემების მეშვეობით ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგენერირებადი ელემენტების აღდგენა და მიკროორგანიზმებით დანაწევრებადი ფრაქციების მეთანური დუღილი.
ბიოგაზი მეთანის და ნახშირბადის აირის ნარევია და იწარმოება მცირე რეაქტორებში – მეთანის ავზებში, რომელთა სტრუქტურა და განლაგება უზრუნველყოფს მეთანის მაქსიმალურ გამოყოფას. ბიოგაზის წვის შედეგად წარმოებულმა ენერგიამ შეიძლება 60-90%-ს მიღწიოს, ნედლეულ მასალაში. ტიპიური ბიოგაზის წარმოებაშე შედის:

• საწყისი პროდუქციის შენახვა – ქვედში ჩატვრითვის სისტემა: ბუნკერის, მიმწოდებელი მექანიზმების, კონვეიერების და სხვ. ჩათვლით;
• ჰიდროლიზი: ქვედის ჩამტვირთავი ჰიდროლიზის რეაქტორში ძირითადად გათბობის სისტემასთან ერთად მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით;
• დაშლა: ქვეშრის ბაქტერიული დაშლა ქვედში ბიოგაზის მისაღებად. შეკავების დრო დამოკიდებულია ანაერობული შლის პროცესზე. აღჭურვილია გათბობის სისტემით მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად;
• ბუნებრივი აირის გამწმენდი აგრეგატი: ტუმბოები, ბიოგაზის გაწმენდა (H2S, ჭვარტლის და სხვ. მოცილება);
• სეპარტორი: დამუშავებული ქვედი, მას შემდეგ, რაც ბიოგაზის მიმღები სეპარატორისკენ მიემართება. ბიოსასუქი შეიძლება შეფუთვის და დამარცვლის (სამსხვრეველა) ხაზისკენ გაემართოს;
• ჭარბი აირის საწვავი სანთელის სისტემა;
• აირის საცავი: განკუთვნილია წარმოებული ბიოგაზის შესაკრებად. აირის საცავში წნევა და ბიოგაზი მუდმივ დონეზეა შენარჩუნებული. აირის საცავიდან უწყვეტად ხდება ბიოგაზის საწვავ სისტემაში მიწოდება;
• კოგენერაცია: აირის შიდა წვის ძრავა ელექტროობის და ცხელი წყლის წარმოებისთვის კამერებში მისაწოდებლად;
• სითბოს რეგენერაციის სისტემები: თბოგადამცემები, საცირკულაციო ტუმბო;
• დამხმარე მოწყობილობები: ელექტრომოწყობილობები, რომლებიც საჭიროან ელექტროქსელში გენერატორის მეირთებისა და მუშაობისთვის. ელექტრომოწყობილობები, რომლებიც საჭიროა გენერატორის კომუნალურ ელექტროქსელში ჩასართავად.

ანაერობული დაშლის პროცესი შეიძლება სხვადასხვა ტემპერატურაზე განვითარდეს და სამ ტემპერატრულ დიაპაზონად დაიყოს: ფსიქრომეტრული (25oC-ის ქვემოთ), მეზოფილური (25oC – 45oC) და თერმოფილური (45oC – 70oC). ტექნოლოგიური პროცესის ტემპერატურასა და დაკავების დროს შორის პირდაპირი ურთიერთკავშირი არსებობს.

ბიოგაზი შესაძლებელია ვაწარმოოთ ფართო მასშტაბის მოწყობილობებით ; იგი ყველაზე უფრო ეფექტურია ბევრ სასოფლო სამეურნეო კომპანიაში, სადაც სრული გარემოს ციკლის მიღების შესაძლებლობა არსებობს.
ქვემოთ წარმოდგენილია ბიოგაზის (მეთანის) წარმოება სასოფლო სამეურნეო ნარჩენების მეთანის ფერმენტიზაციის დროს:

უტილიცაზია
ბიოგაზის უტილიზაციის ყველაზე მარტივი გზა, მისი ქვაბებში ან სანთურებში დაწვა ფართოდ გამოიყენება ბიოგაზის დასამუშავებლად, რომელსაც მცირე გადამამუშავებელი დანადგარებიდან ვიღებთ. მისი უტილიზაციისთვის აგერთვე გამოიყენება ბუნებრივი აირების სანთურებში პირდაპირი წვა. ბიოგაზის წვა სითბოს წარმოებისთვის პირდაპირ ობიექტზებზე ხდება ან იგი საბოლოო მომხმარებლებს მილსადენით მიეწოდება. გათბობისთვის ბიოგაზს არ სჭირდება გაუმჯობესება და დაბინძურების დონე არ ზღუდავს აირის უტილიზაციას, თუკი მისი მოხმარება სხვა დანიშნულებისთვის არ იქნება განსაზღვრული. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია შესრულდეს ბიოგაზის კონდენსაცია, ნაწილაკებისგან გაწმენდა, შეკუმშვა, გაციება და გაშრობა.
ბიოგაზს გააჩნია ანტიდეტონატორის თვისებები და იგი იძულებითი აალების შიდა წვის ძრავებისთვის, აგრეთვე დიზელისთვის, კარგ საწვავს წარმოადგენს; უკანასკნელისთვის დამატებითი ტექნიკური აღჭურვა არ არის საჭირო (საჭიროა მხოლოდ მიმწოდი სისტემების რეგულირება).
კოგენერატორში ბიოგაზის გამოყენებისას ენერგოწარმოებისთვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას ბუნებრივი აირის ძრავა წარმოადგენს. კოგენერაციის პროცესში გამოყენებამდე ბიოგაზის დრენირება და გაშრობა ხდება. აირზე მომუშავე ძრავების უმეტესობას მაქსიმალური ზღვარი გააჩნია ბიოარიში გოგირდწყალბადის, ჰალოგენიზირებული ნახშირწყალბადების და სილოქსანების შეცველლობაზე. ძრავაზე მომუშავე კოგენერატორის ეფექტურობა 90%-მდეა, აწარმოებს 35% ელექტროობას და 65% სითბოს.

ბიოგაზი შეიძლება განაწილდეს ბუნებრივი აირის არსებულ ქსელებში და გამოყენებული იქნას იგივე დანიშნულებით ან შეიძლება შეიკუმშოს და შემდეგ გამოვიყენოთ, როგორც შემცვლელი საწვავი ძრავისთვის. ბუნებრივი აირის ქსელში გაშვებამდე ან სატრანსპორტო საწვავად გამოყენებამდე, ბიოგაზმა საჭიროა გაიაროს გაწმენდის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს დამაბინძურებლების და ნახშირორჟანგის მოცილებას, ხოლო მეთანის შემცველობა 50–75%–დან 95%–მდე იზრდება. გაწმენდილ ბიოგაზს ხშირად ბიომეთანს უწოდებენ.
გაანგარიშების თანახმად, საცხოვრებელი სახლების გათბობისთვის წლიური საჭიროება საცხოვრებელი ფართის 1მ2–ზე 45 მ3–ს უტოლდება. წყლის გასათბობად ქვაბის დღიური მოხმარება საქონლის 100 ერთეულისთვის იქნება 5-6 მ3. ბიოგაზის მოხმარება (1 ტონა) თვის გასაშრობად 40% ტენიანობით 100 მ3-ს უტოლდება, 1 ტონა თავთავის – 15 მ3-ს, ხოლო 1 კვტ/სთ ელექტროობა – 0.7-0.8 მ3-ს.
უკრაინაში, ღორის და ფრინველის დიდი ფერმების ორგანული ნარჩენების წლიური წარმოება 3 მილიონი ტონაა მშრალი ნივთიერების სახით. მისი დამუშავების შედეგად შესაძლებელია დაახლოებით 1 მილიონი ბიოგაზი ტონა ნავთობის ექვივალენტის მიღება, რომელიც 8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროობის ექვივალენტური იქნება. იმ ქვეყნების გამოცდილებით, რომლებსაც საკუთარი აირმომარაგება არ გააჩნიათ, ამტკიცებს, რომ სოფლების აირომარაგება შესაძლებელია ბიოგაზის მცირე სისტემებით, რომლებიც სახოფაცხოვრებო ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.

ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები თუ როგორ ხდება ბიოგაზის მიღება ბიომასის საშუალებით

აქვე გეტყვით რომს აქართველოსი მაღალ მთიან რეგიონბში არის რამდენიმე დანადგარი ასეთი ოჯახებში დაყენებული და წარმატებით მუშაობს, ჩემის აზრით დიდი შეღავათია ოჯახისთვის , სოფლად მყოფი ხალხისთვის. მინიმუმ 3 მსხილფეხა საქონელია საჭირო რომ დანადგარმა იმუშაოს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: