ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

ბიომასის ენერგია

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ერთ–ერთი დიდი პოტენციალის მქონე ალტერნატიული ანუ განახლებადი ენერგიის ბიომასის ენერგიის შესახებ ინფორმაცია, თავიდან საბაზისო ინფორმაციით დავიწყებ და შემდეგ უკვე გადავალ მის დაწვრილებით განხილვაზე.

ბიომასა ეს არის ბიოლოგიური წარმოშობის ორგანული, არაწიაღისეული მასალა ქიმიური ენერგიის შემცველობით. ბიომასას ტყეების და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების სახეობებისგან იღებენ.
ბიომასის გამოყენება წარმატებით ხდება შემდეგი სახით: პირდაპირი წვა, ბუნებრივი აირის მიწოდება, ძრავის საწვავად ბიო-საწვავის წარმოება და სოფლის მეურნეობის და უტილნედლეულისგან წარმოებული ბიოგაზებით. ბიომასა, რომელშიც ხის შემცველობა ჭარბობს, ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანისთვის. მესამე სექტორის ქვეყნებში, ქალაქგარეთ მაცხოვრებელთა უმეტესობისთვის ენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ზოგადად, ბიომასა მსოფლიო საწვავის 1/7-ს აწარმოებს და ენერგოწარმოებაში ბუნებრივ აირთან ერთად მესამე ადგილზეა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ ბიომასის ტექნოლოგიის არსებულ ვარიანტებს და შესაბამის საბოლოო მომხმარებას, ტექნოლოგიურ სტატუსთან ერთად.

ბიომასის წვა
მშრალი ბიომასა ყველაზე ფართოდ გამოიყენება პირდაპირ საწვავის სახით და გამოყოფს 10-20 მჯ/კგ სითბოს. მის ფორმებსა და წყაროებში შედის ხის საწვავი, კომუნალური მყარი ნარჩენების ბიოგენური ნაწილები და გამოუყენებელი საველე კულტურები.
ბიომასის დაწვა შესაძლებელია ქვაბებში სითბოს, ელექტროობის ან ორივე პროდუქტის ერთად (კოგენერაცია) მისაღებად. წვა გარდაქმნის მთავარი მეთოდია. ელექტროობის წარმოქმნის უმეტესი ნაწილი ორთქლტურბინასთან ერთად გამოყენებად რენკინის ციკლს ეფუძნება სითბოს ტიპიური მოხმარება საშუალო და მსხვილი მასშტაბით გამოიყენება რაიონული გათბობისა და ტექნოლოგიური პროცესის გათბობისთვის. ბიომასის წვის სისტემები გამოიყენება კომერციული დანიშნულებით და სხვადასხვა ქვაბ-აგრეგატეტის ტექნოლოგიებს მოიცავს, რომლებიც ფართო სპექტრის ბიომასის საწვავს წვავენ. ქვაბების ყველაზე გავრცელებული ტიპებია: მექანიკური შრისებრსაცეცხლებიანი ქვაბები, შეტივტივებული წვის ქვაბები და ქვაბები ფსევდოგათხევადების ფენით. ქვაბის ამ უკანასკნელ ტექნოლოგიას უპირატესობას ანიჭებენ ელექტროსადგურები >10 MWe, მათი სუფთა და ენერგოეფექტური წვის თვისებების გამო. ქარხნები ტიპიურად 100 MWe-ის ქვემოთ მუშაობენ. ქვაბების გავრცელებული ტიპების ეფექტურობის მაჩვენებლები 20%-ში მერყეობს მცირე სიმძლავრის ქვაბებისთვის (20-50 MWth), რაც შედარებით დაბალია. აღნიშნული ხის მასალების გათბობის დაბალი მაჩვენებლებისა და ტენიანობის მაღალი შემცველობით არის განპირობებული. გამოყოფის უნარი უმეტესწილად დამოკიდებულია გამოყენებულ ტექნოლოგიაზე, რა დროსაც უპირატესობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ენიჭებათ.

ინდუსტრიულ სფეროში ბიომასის წვა ელექტროენერგიისა და სითბოს მისაღებად აგრეთვე ხდება საყოფაცხოვრებო დონეზე, სივრცის გასათბობად და საკვების მოსამზადებლად. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზანია სუფთა და ეფექტურ წვის უზრუნველყოფა.

ესეც მისი წვის სქემა :

4 responses to “ბიომასის ენერგია

  1. siyvarulovna August 14, 2012 at 9:01 pm

    რა ამომწურავად გიწრია ყველაფერი ბიომასის წნევის შესახებ. რაღაცები კი მქონდა წაკითხული და გაგონილი, მაგრამ ასე დეტალურად და ამომწურვად შენს ბლოგზე ვნახე. დიდი მადლობა❤

  2. siyvarulovna August 14, 2012 at 9:03 pm

    ბიომასის წვა საკვების მოსამზადებლად როგორ უნდა გამოიყენო? შეგიძლია ამაზე უფრო დეტალურად რომ დაწერო შემდეგ პოსტში?

  3. Mr. Nomad August 14, 2012 at 9:06 pm

    კარგი პოსტია. შეგიძლია მითხრა თუ რომელ ინდუსტრიებში გამოიყენება ყველაზე ხშირად და ფართოდ ბიომასის წვის დროს გამოყოფილი ენერგია?

    • amiko19921 August 14, 2012 at 9:28 pm

      ბიომასა ყველაზე მეტად მაინც ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება დ აასევე აქვე ვიტყვი რომ იგი არის ერთ ერთი საუკეთსო საშუალება ბუნების დაცვის დაბინძურებული გარემოსგან და CO2-ის ემისიებისგან

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: