ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

ავნებს თუ არა გარემოს განახლებადი ენერგიის გამოყენება?

დღეისათვის არსებული მილევადი რესურსების გამოყენება (ნავთობი, გაზი, ქვაანხშირი) მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანს აყენებს ბუნებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოხდა და ახლაც გრძელდება ეკო კატასტროფები.


ბინძურდება ჰაერი
იჩეხება ტყის მასივები
იფიტება ნიადაგი
იწამლება მდინარეები, ტბები და ზღვები
ყოველწლიურად იზრდება ჰაერის საშუალო ტემპერატურა
მიმდინარეობს გაუდაბნოება

ფერხდება ფლორისა და ფაუსნი სახეობათა ზრდა, განვითარება, გადაშენების გზაზეა მათი უმეტესი ნაწილი.
განახლებადი ენერგეტიკის ტექნოლოგიწები ნაკლებად აყენებენ ზიანს ბუნებას წიაღისეულ საწვავზე დამყარებულ ტექნოლოგიებთან შედარებით–ამცირებენ სათბური გაზების ემისიებს და ხელს უწყობენ დასაქმებას, ეკონომიკის ზრდას და ენერგო უსაფრთხოებას.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა ჩვენს ქვეყანაში გამოყენებული იქნას ენერგიის გაანხლებადი წყაროების სრული სპექტრი–მზე, ქარი, გეოთერმული წყლები, ბიომასა და სხვა.
ფაქტია , რომ არატრადიციული ენერგიის ხარჯზე შეუძლებელია ახლო მომავალში ქვეყნის ენერგეტიკული პრობლემების სრული გადაწყვეტა, მაგრამ მისი უგულვებელყოფაც არ იქნება სწორი,რადგანაც მათი სათანადო განვითარების შემთხვევაში , ენერგიის განახლებად წყაროებს შეუძლიათ საკმაო წვლილის შეტანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.
არსებული ენერგოკრიზისისათვის და იმპორტულ ენერგიაშემცველებზე გაზრდილი ფასების პირობებში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო ისე რეგიონალურ დონეზე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: