ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

პრაქტიკული რჩევები ელექტრო ენერგიის დაზოგვისთვის= თანხის დაზოგვას

ამ პოსტში კონკრეტულად დავწერ იმ რჩევებს რაც დაგაზოგინებთ ელექტროენერგიას და შესაბამისად თანხებს.პოსტს დავყოფ რამდენიმე ნაწილად, რადგან ძალიან დიდი რომ არ გამოვიდეს და კითხვით არ დაიღალოთ🙂

1) დაიცავით ნათურებისა და ბრების სისუფთავე , რადგანაც ჭუჭყიანი ნათურა და ბრა ნაკლებ სინათლეს მოგცემთ
2) შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება
3) ნუ დატოვებთ ანთებულ ნათურებს იმ ოთახში სადაც არ იმყოფებით
4 ) შეცვალეთ ვარვარა ნათურები ეფექტური ნათურებით , ამით ზოგავთ განათებაზე მოხმარებული ენერგიის 75 %–ს
5) ავტოფარეხში, სადარბაზოში, ვესტიბიულში დაამონტაჟეთ სენსორული ნათურები , რათა სინათლე ავტომატურად აინთოს და ჩაქრეს.

ეფექტურ ნათურებზე, წინა პოსტებში მიწერია საინტერესო ინფორმაცია და შეგიძლიათ გადაიკითხოთ.
ეს რაც შეეხება ნათურებს.

ახლა ვისაუბროთ სარეცხ მანქანაზე

1) შეიძინეთ სარეცხის მანქანა A კლასის ენერგეტიკული იარლიყით , ამით დაზოგავთ ელექტროენერგიასა და ფულს
2) შეეცადეთ ამუშაოთ თქვენი სარეცხი მანქანა სრული დატვირთვით
3) შეიძინეთ ნახევრად ავტომატური რეგულირების რეჟიმში მომუშავე მანქანები, რადგანაც მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ენერგიის მოხმარებას
4) გაწმინდეთ რეგულარულად სარეცხი მანქანის ფილტრი, რადგან ტუმბო უკეთესად იმუშავებს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს

ახლა გადავიდეთ ტელევიზორზე

1) ერთი ტეელვიზორი მოლოდინის რეჟიმსი ( ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით ) მოიხმარს ნორმალური მუშაობისას საჭირო ენერგიის 15 %–ს . ამიტომ ღამით და სახლიდან გასვლის შემთხვევაში ტელევიზორი და აუდიო–ვიდეო ტექნიკა გამორთეთ ქსელიდან.

ამ პოსტში სულ ეს იყო, შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ რჩევებს კონდიციონერის, მაცივრის და სახლის ენერგოდაზოგვაზე . იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები.
P.S. თქვენია ზრი დააფიქსირეთ კომენტარებში

2 responses to “პრაქტიკული რჩევები ელექტრო ენერგიის დაზოგვისთვის= თანხის დაზოგვას

  1. ფრთამოტეხილი ფოტოგრაფი August 15, 2012 at 12:36 pm

    ნუ პოსტზე რა ვთქვა,თითქმის ყველაფერი “ვიცოდი” და არც ისე “ზარალა” ვყოფილვარ,მაგრამ ბლოგი ნამდვილად კარგია…ხშირად გესტუმრებით🙂

  2. amiko19921 August 15, 2012 at 12:49 pm

    ძალიან კარგი ტუ იცოდით ეს ყველაფერი, ყველას თუ ეცოდინება უფრო კარგი იქნება🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: