ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

Magenn Air Rotor System (MARS)

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ახალი ტიპის ქარის ენერგიის გამომუშავებელ ტექნოლოგიაზე. შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას , ამიტომ პოსტს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, რადგან ყველა ინფრომაცია ერთ პოსტში ძალაინ დიდი გამოვა.

როგორც სურათზე ხედავთ ეს არის უქარის ტურბინების უახლესი ტექნოლოგია. მოდით გაგაცნობთ მას.

ეს პროდუქცია სულ 1 წლისაა, პირველად მისი გაყიდვები 2011 წლიდან დაიწყო, რომლის საცალო სიმზლავრე შეადგენდა 100კვტ–ს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდვების ფასი ჯერ–ჯერობით დადგენილი არ არის კომპანია Magenn Power, Inc –ში. საჰაერო ბუშტი გავსებულია ჰელიუმით , საჰაერო ბუშტში არის მოთავსებული ჰორიზონტალურ ღერძიანი ტურბინა რომლის მიერ გამომუშავებული ენერგია მიწაზე გადაეცემა სპეციალური აკუმულატორების მეშვეობით.

MARS-ის უპირატესობები გახლავთ შემდეგი:

1) მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2,5 ჯერ იაფი ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი ქარის ტურბინების.
2) არ გამოსცემს ხმას
3) ფრინველებისთვის უსაფრთხო
4) შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე დაყენების.
5) 1000 ფუტ სიმაღლეზე დაყენებაც მოსახერხებელია
6) საწყისი სიჩქარე როდესაც იწყებს ელ.ენერგიის გამომუშავებს არის 3 მ/წმ– მაქსიმალური სიჩქარე 28 მ/წმ
7) არ იკავებს ადგილს მიწაზე
8) მის ქვეშ მყოფი მიწა ან წყალი შესაძლებელია გამოიყენო სასოფლო–სამეურნეო საბარგულად
9) არის მობილური, რადგან ადვილად იშლება და იწყობა
10 ) აქვს ასევე მობილური ელექტროსადგური

მისი გამოყენება გამიზნულია უფრო მეტად ისეთ ადგილებში სადაც ნაკლებად არის განვითარებული ენერგოსისტემა ან საერთოდ არ არის, გამოიყენება ისეთ ადგილებში სადაც ვერ ხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება და ასევე სამხედრო ბაზებზე.

მისი მახასიათებლები არის შემდეგი:

MARS 100kW

Magenn Power 100kW
ზომა (დიამეტრი x სიგრძე) 45 ft x 100 ft (პლუს ფრთების სიმაღლე 22 ft თითოეული)
წონა 13,000 lbs
ჰელიუმის მოცულობა 200,000 კუბი
სიმაღლე 750 ft სტანდარტი – მდე 1500 ft სურვილისამებრ
დამწყებ ქარის სიჩქარე 2.5 მ / წ – 5.6 mph
მაქსიმალური ქარის სიჩქარე 30.0 მ / წ – 67.1 mph
ტემპერატურის დიაპაზონი -40 / -40 to +45 / +113
გენერატორები 100 კვტ სულ
გამოყვანის ფორმა 380 V 3 ფაზა 50 Hz, 480 და 600 V 3 ფაზა 60 Hz ან რეგულირდება DC
გარანტია ერთი წელი
სიცოცხლის ციკლი 10 დან 15 წლამდე
ფასი (USD) (სავარაუდო) $ 500,000 აშშ დოლარი

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ ასეთ სიმაღლეზე ქარის მუდმივად არის დ აის მუდმივად გამოიმუშავებს ელ.ენერგიას.

დაინტერესების შემთხვევასი კიდევ შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მის შესახებ.
დაინტერესება გამოხატეთ კომენტარებში

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: