ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

ატომური ელექტროსადგური

ატომური ელექტროსადგური , ელექტროსადგური, სადაც ატომური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ყოფილ სსრკ-ში, ქ. ობნისკში (მოსკოვის მახლობლად), 1954 წლის 27 ივნისს. უცხოეთში სამრეწველო დანიშნულების პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს (კოლდერ-ჰოლში), ერთი წლის შემდეგ — აშშ-ში (შიპინგპორტში).

ატომური ელექტროსადგურის მთავარი დანადგარია ენერგეტიკის ბირთვული რეაქტორი. არსებობს თბურრეაქტორიანი და სწრაფრეაქტორიანი ენერგეტიკის ატომური ელექტროსადგურები. პირველში ბირთვულ სათბობად ბუნებრივ ან გამდიდრებულ ურანს იყენებენ, მეორეში – პლუტონიუმს

ატომური ელექტროსადგურებში გამოყენებულია შემდეგი ტიპის რეაქტორები:

რეაქტორი თბური ნეიტრონებით
რეაქტორი მსუბუქი წყლით
გრაფიტის რეაქტორები
რეაქტორი მძიმე წყლით
რეაქტორი სწრაფი ნეიტრონებით
სუბკრიტიკული რეაქტორები
თერმობირთვული რეაქტორები

გამომუშავებული ენერგიის მიხედვით არსებობს

ატომური ელექტროსადგური – გამოიმუშავებს მხოლოდ ელექტროენერგიას.
ატომური თბოელექტროცენტრალი – გამოიმუშავებს როგორც ელქტრიენერგიას, ასევე თბურ ენერგიას.
თბომომარაგების ატომური ელექტროსადგური – გამოიმუშავებს მხოლოდ თბურ ენერგიას.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: