ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

100-ჯერ იაფი ვიდრე 35 წლის წინ

price-of-solar-power-graph-11.jpg.662x0_q100_crop-scale

ვისაც ეჭვი ეპარება რომ მზის ენერგია ძალიან ძვირია, მათთვის არის ეს ინფორმაცია

1977 წლიდან , როდესაც მზის ენერგიის ფასი 76 $/ვატზე ,ახლა 2013 წელს ეს ფასი 0,74 $/ვატზე არის .მიუხედავად იმისა რომ იგი ძალიან კონკურენტუნარიანი არის სხვა ენერგიის წყაროებთან შედარებით, მაინც უჭირს მის ენერგიის გამოყენების გავრცელებას მსოფლიოში. მაგრამ რამდენიმე წელიწადში დავინახავთ რომ მისი ფასი მკვეთრად დაეცემა.

One response to “100-ჯერ იაფი ვიდრე 35 წლის წინ

  1. soso shakarashvili (@exsponenta) December 26, 2013 at 5:43 pm

    ატმოსფერული პროცესების ექსტრემალური მდგომარეობები, მათი გლობალური თუ ლოკალური ცვლილებები, სტიქიურ უბედურებათა წინაშე აყენებს ყველაზე განვითარებულსა და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც კი, ამიტომაა აქტუალური, რათა დამანგრეველი ატმოსფერული პროცესები წარიმართოს მათივე გასანეიტრალებლად, ადამიანის საარსებო გარემოს გასაუმჯობესებლად, მისი პრაქტიკული საქმიანობის ხელშემწყობად. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთ გზად მსურს შემოგთავაზოთ ჩემი გამოგონება ,,ატმოსფერული ტუმბოეფექტი და მისი გამოყენების პერსპექტივები მეტეოროლოგიაში, ენერგეტიკასა და ეკოლოგიაში“. რომელიც განეკუთვნება ატმოსფერულ ტექნოლოგიებს და აქვს გამოყენების სფეროთა მრავალმხრივი სპექტრი. კერძოდ, ის ეხება ატმოსფეროს შინაგან(ბარიულ) ენერგიათა კინეტიკურში გარდაქმნას, ამინდის მოდიფიცირებისა და რეგულირების სქემებსა და ტექნიკას, მავნე მინარევებისაგან ატმოსფერული ჰაერის გაწმენდას, კლიმატური ცვლილებებისა და გლობალური დათბობის რეგულაციის მექანიზმებს, აეროდრომებისა და კოსმოდრომების გაწმენდას ნისლებისა და ელჭექის ღრუბლებისაგან და სხვა.
    გამოგონების ფორმულის მიხედვით, საკმაო სიგრძის(20კმ და მეტი) ჰერმეტული მილსადენის ბოლოებს შორის, სინოპტიკური რელიეფის მუდმივად სიმრუდის გამო, ყოველთვისაა ატმოსფერულ წნევათა სხვაობები, რის გამოც, ღია მილსადენში აღიძვრება ჰაერის მიმართული მოძრაობები, მოხდება ჰაერის მასათა თვითდინებით გადატუმბვა ერთი გეოგრაფიული პუნქტიდან მეორეში, მიიღება დიდი სიჩქარეების კონცენტრირებული, რეგულირებადი და სტაბილური ჰაერის ნაკადები, გაიხსნება ჰაერის მასათა და პოტენციალურ ენერგიათა გადატანის ახალი ენერგეტიკული არხები, რაც ანალოგიურია ხმელეთის რელიეფზე ჰიდროლოგიური ნაკადების(მდინარეები, ნავთობსადენები) დინებისა. ასეთი ტექნოლოგიებით, ღია ატმოსფეროს დამანგრეველი გრიგალები მოექცევა მილსადენებში რეგულირებად ნაკადებში. ატმოსფეროს ბრუნვითი გრიგალური მოძრაობები გადადის დივერგენციულ ადვექციაში.
    ეფექტის გამოვლენაზე დაკვირვება და შემოწმება მარტივადაა შესაძლებელი უკვე აგებული მილსადენების ნებისმიერ ჰერმეტულ მონაკვეთზე, რომლის ღია ბოლოებს შორის ატმოსფერულ წნევათა სხვაობა გადააჭარბებს(1–2) მბ–ს.
    ტიპიურ წნევათა სხვაობებისას(5მბ/100კმ) და მილსადენის რადიუსებისას(R=1–3 მ) , მიიღება ნაკადების სიჩქარეები(50–100 მ/წმ), რომლებიც ელექტროგენერაციის ტურბინაზე მიმართვისას განავითარებენ 100–1000 მეგავატ სიმძლავრეებს, ხოლო 100კმ2 ფართობ დასახლებულ პუნქტზე დაწოლილ სმოგს, მავნე კონცენტრაციით 100მლგ/მ3 50 მ სიმაღლის ფენაში, მთლიანად გაიწოვს 24 საათში.
    შესაძლებელია აგრეთვე, მილსადენში გამავალი ჰაერის უზარმაზარი ნაკადების გატარება ნახშირორჟანგა (CO2) გაზის დამჭერ ფილტრებში, რითაც რეალურად მოხდება მისი (CO2)–ის კონცენტრაციის შემცირება სათბურის ფენაში და ამდენად, პლანეტიდან სითბოს რადიაციულ გადინებაზე რეგულირებადი კონტროლი. ეს პირდაპირაა დაკავშირებული გლობალურ დათბობასთან და კლიმატურ ცვლილებებთან. აგრეთვე, შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის გაფილტვრა ფრეონის გაზებისგანაც, რომლებიც ოზონის საფარს შლიან და სხვა ბაქტერიული თუ ქიმიური მავნე მინარევებისგანაც.
    იზობარიული რელიეფის ალბათურად სტაბილურ ლოკალიზაციებზე აგებული ასეთი მილსადენების სათანადო ქსელური კონფიგურაციითა და მათში ჰაერის ნაკადების მართვით, შესაძლებელია თერმობარიული ველის სასურველი მიმართულებით ცვლილება ლოკალურ გეოგრაფიულ პუნქტში. მილსადენების ტექნიკური დონე, ამინდის რუკების ანალიზისა და პროგნოზირების თანამედროვე განვითარება, ინფორმაციის შეკრებისა და გაცვლის მობილური სისტემები იძლევა საშუალებას, რათა შექმნილი მილსადენების ქსელზე, ოპერატიულად იქნას რეგულირებული ჰაერის მასათა და წნევათა ევოლუციები იმგვარად, რომ თანაზომად დროში, შევასუსტოთ და თავიდან ავიცილოთ ამინდის ისეთი სტიქიური მოვლენები როგორიცაა: წყალდიდობები, გვალვები, მოყინვები, სიცხეები, ჭარბტენიანობა, სეტყვა, გრიგალები, ქარისმიერი ეროზიები, გაუდაბნოება და სხვა; სინთეზირებული იქნას ამინდის სასურველი პარამეტრები ლოკალურ გეოგრაფიულ პუნქტში. დამუშავებული მაქვს ასეთი ზემოქმედების რამდენიმე კონკრეტული სქემა და ფიზიკური საფუძვლები თერმოდინამიკური ფაქტორებისა და კორიოლისის ძალების გათვალისწინებით. რეალიზებისათვის კი აუცილებელია ანალოგიური და საცდელ–ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარება.
    ერთ საშუალო ანტიციკლონში დაგუბებული ენერგეტიკული პოტენციალი ეკვივალენტურია მილიარდობით ტონა პირობითი საწვავისა და ენერგიის ამ ალტერნატიული, განახლებადი წყაროს სიმძლავრეები კონკურენტუნარიანია ატომური ენერგეტიკისა. მისი მხოლოდ 0.1%–ის გამოყენებაც კი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრობას მოგვცემს. შესაძლებელია მისი ჩართვა ერთიან ენერგეტიკულ ქსელშიც. ამასთანავე, თანმდევი ატმოსფერული პროცესების გაუთვალისწინებლად, მხოლოდ ენერგეტიკული მიზნებისთვის მისმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ეკოლოგიური მდგომარეობა და გამოიწვიოს ამინდის არასასურველი მოვლენები, რაც ქმნის საშიში სტიქიების განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ, მილსადენში მოძრავი ნაკადის კინეტიკური ენერგიის სხვა სისტემაში(მაგ.ელექტროქსელში) გადატანა თანხვედრილი და სინქრონიზირებული უნდა იყოს სინოპტიკური პროცესების უსაფრთხო ევოლუციებთან.
    დამატებითი, გარეშე ენერგეტიკული სიმძლავრეების ბარიულ სისტემაში შეტანით, მეტასტაბილურ მდგომარეობათა დარღვევით, შესაძლებელია სინოპტიკური პროცესების გამძაფრება და სამხედრო მიზნებისათვის მისი გამოყენება.
    დიდი მასშტაბის ბარიულ წარმონაქმნში, უარყოფითი ენერგეტიკული განმუხტვით, შესაძლებელია შევქმნათ საწინააღმდეგო ნიშნის ბარიული წარმონაქმნები მცირე მასშტაბებში და ამით ამინდწარმომქმნელი პარამეტრები და ამინდიც შეიცვალოს საწინააღმდეგო ნიშნით, შესუსტებული და არიდებული იქნას გამანადგურებელი სტიქიური მოვლენები.
    ხოლო გრძელვადიანი, სისტემური, მიზანმიმართული ბარიული განმუხტვებით, უკვე კლიმატური რეგულირებაც შევძლოთ.
    ამასთანავე, გეოპოტენციალური ენერგიის გამოტანით მოცემული ბარიული სისტემიდან(მაგ. ელექტროქსელში), მოვახდენთ ციკლოგენეზური პროცესების სტიმულაციას, გარეშე სისტემიდან შეტანით კი ანტიციკლონური პროცესების.
    აღნიშნული ტექნოლოგიებით, ატმოსფეროს დამანგრეველი ენერგიები გამოიყენება მათივე ნეიტრალიზებისათვის და არ საჭიროებს გარეშე ენერგეტიკულ დანახარჯებს.
    თუ ვინმე დაინტერესდება რომელიმე კონკრეტული სქემის რეალიზებით, შემიძლია ვითანამშრომლო.
    სოსო შაქარაშვილი
    sososhakarashvili@mail.ru
    T 898 515547

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: